- სალბუტამოლის ინჰალაცია 5 მგ/დოზა ყველა ასაკობრივ ჯგუფში;
- იპრატროპიუმის ბრომიდი 0.25 მგ/მლ. დაამატეთ 1 მლ იპრატროპიუმის ბრომიდი სალბუტამოლში, გაიმეორეთ 20 წუთში ერთხელ 3 დოზად, შემდეგ 4 საათში 1x (კომბიპრასალი);
- მეთილპრედნიზოლონი 1 მგ/კგ 6 საათში 1x 24 საათის განმავლობაში, შემდეგ 12 საათში ერთხელ (24 საათში), შემდეგ დღეში 1x;
- ინტრავენური ამინოფილინი 10 მგ/კგ 1 საათში, შემდეგ ხანგრძლივი ინფუზიით;
- უნდა განისაზღვროს სისხლში თეოფილინის კონცენტრაცია ინფუზიის დაწყებიდან 1 საათში და შემდეგ ყოველ 12 საათში 1x;

ასაკი: 1-3 წ.
- 1,1 მგ/კგ/წთ
- 55 მგ/კგ ამინოფილინი გახსენით 50 მლ 5% გლუკოზაში
- სიჩქარე: 1 მლ/სთ
ასაკი: >10 წ და <35 კგ
- 0,7 მგ/კგ/სთ
- 35 მგ/კგ ამინოფილინი 50 მლ გლუკოზაში
- სიჩქარე: 1 მლ/სთ
ასაკი: >10 წ/ და >35 კგ
- 0,7 მგ/კგ/სთ
- სუფთა ამინოფილინი 25 მგ/მლ
- სიჩქარე: 0,028 მლ/კგ/სთ.
- ინტრავენური მაგნიუმის სულფატი 49,3% – 0,1 მლ/კგ (დაახ. 50 მგ/კგ) 5% გლუკოზის 20 მლ ხსნარით 20 წუთში გადაასხით ი.ვ.
- მაქსიმალური დოზა: 5მლ. შესაძლებელია ორჯერ გამეორება.
- ინტრავენური სალბუტამოლი ბოლუსური დოზებით:
- 10 მკგ/კგ (მაქს. 500 მკგ) 5% გლუკოზის 5 მლ-ში გახსნილი – 2 წუთის მანძილზე;
- ინფუზიით: 5 მკგ/კგ/წთ 1 საათში და შემდეგ 1 მკგ/კგ/წთ. შეამოწმეთ სისხლის გაზები და ელექტროლიტები (ხშირია ამ დროს ჰიპოკალემია და ლაქტატ-აციდოზი).
თუ ზემოთაღნიშნული ღონისძიებები შედეგს არ იძლევა:
- მაგნიუმის სულფატის ინფუზია: 0,06 მლ/კგ/სთ; შეინარჩუნეთ იონიზირებული მაგნიუმის კონცენტრაცია 1,5-2,5 მმოლ/ლ-ის ფარგლებში;
- BiPAP;
- ინტუბაცია და ვენტილაცია. გამოიყენეთ მანჟეტიანი საინტუბაციო მილი. ასუნთქეთ დაბალი სიხშირით (1-9 წლამდე: 15-20/წთ; >10 წ. 6-15/წთ), ჩასუნთქვის დრო 0,8წმ, PEEP 5 ან <autoPEEP. გამოიყენეთ წნევითი კონტროლით ვენტილაცია. შეამცირეთ სუნთქვის სიხშირე, რათა სუნთქვის ციკლი დასრულდეს მომდევნო ჩასუნთქვამდე;
- სედაციისთვის გამოიყენეთ კეტამინი 10-20 მკგ/კგ/წთ ინფუზიით;
- თუ მექანიკურ ვენტილაციაზე მყოფი პაციენტის მდგომარეობა კვლავ უარესდება, გამოიყენეთ სანარკოზე საშუალება – იზოფლურანი ან vv ECMO (ექსტრაკორპორული მემბრანული ოქსიგენაცია).
გაუმჯობესების შემდეგ:
- მოხსენით სალბუტამოლის ინფუზია;
- შეაჩერეთ ამინოფილინის ინფუზია;
- სალბუტამოლის ინჰალაციის ხანგრძლივობა შეცვალეთ ინტერმისიულით (4-6 საათში ერთჯერ);
- ინტრავენური სტეროიდები შეცვალეთ ორალურით.