პროტოკოლის გამოყენების კრიტერიუმები:
- PaO2/FiO2 ≤ 300
- ბილატერალური (დიფუზური, ჰომოგენური) ინფილტრატები და ფილტვის შეშუპების სურათი;
- მარცხენა წინაგულოვანი ჰიპერტენზიის ნიშნების არარსებობა.
ნაწილი I: ვენტილატორის გამართვა:
- გამოითვალეთ სხეულის სავარაუდო წონა (PBW);
კაცები = 50 + (0.91 × [სიმაღლე (სმ) − 152.4])
ქალები = 45.5 + (0.91 × [სიმაღლე (სმ) − 152.4]) - აირჩიეთ მექანიკური ვენტილაციის ნებისმიერი რეჟიმი;
- დააყენეთ პარამეტრები ისე, რომ საწყისი VT იყოს 8 მლ/კგ PBW-ზე გათვლით;
- შეამცირეთ ჩასუნთქვის მოცულობა 1 მლ/კგ-ით 2-საათიანი ინტერვალებით 6 მლ/კგ-მდე;
- დააყენეთ სუნთქვის სიხშირე ისე, რომ წუთვენტილაცია არ იყოს 35/წთ-ზე მეტი;
- დაარეგულირეთ მოცულობა და სიხშირე ისე, რომ მიიღოთ pH-ის და პლატო წნევის სამიზნე მნიშვნელობა.
მიზანი: ოქსიგენაცია – PaO2 55-80 mmHg ან SpO2 88-95%
გამოიყენეთ PEEP მინიმუმ 5 სმ H2O. შესაძლებელია FiO2/PEEP-ის ზრდადი კომბინაციების გამოყენება (სავალდებულო არ არის).
პლატო წნევის სამიზნე მაჩვენებელი: ≤ 30 სმ H2O
შეამოწმეთ Pplat (0.5 წმ ინსპირატორული პაუზა), სულ მცირე 4 საათში ერთხელ და ყოველი PEEP–ის ან VT-ის ცვლილებისას.
თუ Pplat > 30 სმ H2O: შეამცირეთ VT 1 მლ/კგ–იანი ნაბიჯებით (მინიმუმი = 4 მლ/კგ).
თუ Pplat < 25 სმ H2O და VT< 6 მლ/კგ, გაზარდეთ VT 1 მლ/კგ–იანი ნაბიჯებით მანამ, სანამ Pplat არ იქნება > 25 სმ H2O ან VT = 6 მლ/კგ.
თუ Pplat < 30 და ხდება ფილტვების გადაბერვა ან აპარანტთან სინქრონიზაცია ირღვევა: შესაძლებელია გაიზარდოს VT 1 მლ/კგ–იანი ინკრემენტებით 7 ან 8 მლ/კგ–მდე, თუ Pplat რჩება < 30 სმ H2O.
pH–ის სამიზნე მაჩვენებელი: 7.30-7.45
აციდოზის მართვა: (pH < 7.30)
თუ pH 7.15-7.30 დიაპაზონშია: გაზარდეთ RR მანამ, სანამ pH არ გახდება > 7.30 ან PaCO2 < 25 (მაქსიმუმ დააყენეთ RR = 35).
თუ pH < 7.15: გაზარდეთ RR 35–მდე. თუ pH რჩება < 7.15, VT შეიძლება გაიზარდოს 1 მლ/კგ ინკრემენტებით, სანამ pH არ გახდება > 7.15 (Pplat–ის სამიზნე მაჩვენებელი (30) შეიძლება გაიზარდოს).
შესაძლებელია NaHCO3–ის გადასხმა.
ალკალოზის მართვა: (pH > 7.45) თუ შესაძლებელია, შეამცირეთ სუნთქვის სიხშირე.
I: E შეფარდების სამიზნე მაჩვენებელი: რეკომენდირებულია, რომ ჩასუნთქვის ხანგრძლივობა ნაკლები იყოს ამოსუნთქვის ხანგრძლივობაზე.
ნაწილი II: რესპირატორული დახმარების დეესკალაცია და აპარატიდან მოხსნა (ვინინგი):
A. ჩაატარეთ სპონტანური სუნთქვის ტესტი ყოველდღიურად, როცა:
1. FiO2 ≤ 0.40 და PEEP ≤ 8 ან FiO2 < 0.50 და PEEP < 5.
2. PEEP და FiO2 ≤ წინა დღესთან შედარებიტ.
3. პაციენტს აქვს დამაკმაყოფილებელი სპონტანური სუნთქვის მცდელობა. (შესაძლოა სუნთქვის სიხშირის 50%–ით შემცირება 5 წუთის განმავლობაში, რათა დავადგინოთ მცდელობის ადეკვატურობა).
4. სისტოლური BP ≥ 90 mmHg ვაზოპრესორის დახმარების გარეშე.
5. მოხსნილია ნერვ–კუნთოვანი აპარატის ბლოკატორები.
B. სპონტანური სუნთქვის ტესტი (SBT): თუ ზემოთჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია სულ მცირე 12 საათის განმავლობაში, დაიწყეთ სპონტანური სუნთქვის ტესტი 120 წუთამდე სპონტანური სუნთქვით ისე, რომ FiO2 იყოს < 0.5 და PEEP < 5:
1. საინტუბაციო მილზე დაამაგრეთ T-მილი, ან გადაიყვანეთ CPAP–ზე ≤ 5 სმ H2O, PS–ით < 5
2. დააკვირდით, რამდენად ეგუება პაციენტი სპონტანურ სუნთქვას (ორი საათის განმავლობაში):
a. SpO2 ≥ 90: და/ან PaO2 ≥ 60 mmHg
b. სპონტანური VT ≥ 4 მლ/კგ PBW
c. RR ≤ 35/წთ
d. pH ≥ 7.3
e. არაა სახეზე რესპირაციული დისტრესის ნიშნები (დისტრესი= ჩამოთვლილთაგან 2 ან მეტი ნიშანი)
- HR > 120% ტესტის დაწყებამდე არსებულთან შედარებით;
- დამაებითი კუნთების გაძლიერებული გამოყენება;
- აბდომინალური პარადოქსი;
- დიაფორეზი;
- გამოხატული ქოშინი.
3. თუ პაციენტი სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში ტოლერანტულია შეცვლილ რეჟიმთან, იფიქრეთ ექსტუბაციაზე;
4. თუ ვერ ეგუება სპონტანური სუნთქვის ტესტს, დაუბრუნდით ვინინგამდელ პარამეტრებს.
არაასისტირებული სუნთქვის განმარტება (განსხვავდება სპონტანური სუნთქვისგან, რადგან PS არაა დაშვებული)
1. ექსტუბირებული, სუნთქავს სახის მარტივი ნიღბით, ნაზალური კანულით ან ატმოსფერული ჰაერით; ან:
2. სუნთქავს T-მილის განმოყენებით; ან:
3. სუნთქავს ტრაქეოსტომის ნიღბით; ან:
4. სუნთქავს CPAP 5 სმ H2O-ზე ნაკლები წნევით, pressure support-ის და IMV-ის გარეშე.