ჰიპონატრემიის მკურნალობა იწყება, როცა Na+ <120 meq/L-ზე. ძირითადად გამოიყენება NaCl 3% (513 meq/L). უმჯობესია ცენტრალურ ვენაში გადასხმა. მკურნალობის მიზანია ის, რომ ნატრიუმის დონე ავიდეს 120-125 meq/L-მდე და შეწყდეს კონვულსიები.

გულყრის სწრაფი კუპირებისთვის საჭიროა გამოთვლილი ჰიპერტონული ხსნარის გადასხმა 15-20 წუთში.
1,2 მლ/კგ 3% NaCl ზრდის Na+ დონეს 1 meq/L-ით. თუ ჰიპერტონული ხსნარი არ გვაქვს, შესაძლებელია 20 მლ/კგ ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმა.
მნიშვნელოვანია, რომ კლინიკურად გამოვლენილი ჰიპონატრემია სწრაფად გავასწოროთ, მაგრამ სრული კორექცია უნდა განხორციელდეს ნელა და დაკვირვებით!
სწრაფი კორექციის შემდეგ (ნევროლოგიური სტატუსის გაუმჯობესების შემდეგ) გრძელდება ჰიპონატრემიის კორექცია უფრო ნელა, დაახლოებით 12 meq/L დღეში (0.5 – 1 meq/L საათში).
0.6 x m (კგ) x (სასურველი Na – არსებული Na) = total mEq
მაგალითი: 6 კვირის ბავშვი (4 კგ) შემოყვანილია გულყრით, Na – 114 meq/L.
მკურნალობის პირველი ეტაპი: გადაწყდა 3%-იანი ნატრიუმის ქლორიდის გადასხმა, რომ Na-ის დონე შეივსოს 120 meq/L-მდე.
0.6 x 4 kg x (120-114)=14.4 mEq Na+
3% NaCl = 0.5 mEq/L -> 28 ml 3% NaCl
1.2 ml/kg 3% NaCl ზრდის შრატის Na-ს 1 meq/L-მდე.
1.2 ml x 4kg x (120-114) = 28 ml 3% NaCl
მეორე ეტაპი:
შემდეგ 24 საათში ვასწორებთ 12 meq-ით,
0.6 x 4kg x (132 სასურველი Na – 120 არსებული Na) = 29 meq/L Na+
ან 1.2 x 4kg x (132-120)=57.6 ml NaCl 3% (უნდა გადაისხას 24 საათის მანძილზე!).