
პრე-ინტუბაციული პერიოდი: 100% FiO2 სამი წუთის განმავლობაში, PPIV, სანაცია, ETCO2-სენსორი, ოროფარინგეული ჰაერგამტარი, სხვადასხვა ზომის საინტუბაციო მილები და ლარინგოსკოპის სოლები. წინასწარ მოამზადეთ ფიზიოლოგიური ხსნარი ბოლუსურად გადასხმისთვის, თუ პაციენტს აქვს ↓წნევა დადებითი წნევით ვენტილაციის დროს.
სწრაფი თანმიმდევრული ინტუბაცია
* ეტომიდატი: 0.2-0.6 mg/kg IV ან თიოპენტალი: 3-5 mg/kg ან პროპოფოლი: 1-2 mg/kg;
* როკურონიუმი: 1-1.5 მგ/კგ ან სუქცინილქოლინი: 1-2 mg/kg IV;
* მიდაზოლამი: 0.1-0.3 mg/kg IV (ინტუბაციის შემდეგ);
* მზად გქონდეს: ატროპინი: 0.02 mg/kg IV (min. 0.1 mg, max. 1mg) – 5 წლამდე ბავშვებში ან ნებისმიერი ასაკის დროს, როცა ვიყენებთ სუქცინილქოლინს.
* კრიკოიდული ზეწოლა გამოიყენეთ ცნობიერების დაკარგვიდან მილის დგომის შემოწმებამდე.
პრემედიკაციის სტანდარტული თანმიმდევრობა
* ფენტანილი: 3-6 mcg/kg IV;
* მიდაზოლამი: 0.1 – 0.2 mg/kg IV;
* მზად გქონდეს: ატროპინი: 0.02 mg/kg IV (min. 0.1 mg, max. 1mg) – 5 წლამდე ბავშვებში;
* როკურონიუმი: 1 – 1.5 mg/kg ან ვეკურონიუმი 0.1 – 0.3 mg/kg.
პრემედიკაციის თანმიმდევრობა ასთმის დროს
* ატროპინი: 0.02 mg/kg IV (min. 0.1 mg, max. 1 mg) 5 წლამდე ბავშვებში;
* კეტამინი: 1-2 mg/kg IV;
* როკურონიუმი: 1 – 1.5 mg/kg ან ვეკურონიუმი 0.1 – 0.3 mg/kg;
* მიდაზოლამი: 0.1 – 0.2 mg/kg IV (კეტამინის მოქმედების გასვლამდე)
პრემედიკაციის თანმიმდევრობა ჰემოდინამიკური არასტაბილურობის დროს
* კეტამინი: 1-2 mg/kg IV ან ეტომიდატი: 0.2 – 0.6 mg/kg IV;
* მზად გქონდეს: ატროპინი: 0.02 mg/kg IV (min. 0.1 mg, max. 1mg) – 5 წლამდე;
* როკურონიუმი: 1 – 1.5 mg/kg ან ვეკურონიუმი 0.1 – 0.3 mg/kg;
* მიდაზოლამი: 0.1 – 0.2 mg/kg IV (ინტუბაციის შემდეგ, თუ სისხლის წნევა ნორმალურია)
პრემედიკაციის თანმიმდევრობა თავის ტვინის დაზიანების დროს
* ლიდოკაინი: 1 mg/kg IV
* ეტომიდატი: 0.2 mg/kg IV (↓BP) ან (თუ ნორმალური BP-ია) თიოპენტალი: 3-5 mg/kg
* მზად გქონდეს: ატროპინი: 0.02 mg/kg IV (min. 0.1 mg, max. 1mg) – 5 წლამდე;
* მზად გქონდეს დამატებითი დოზა ლიდოკაინი;
* როკურონიუმი: 1 – 1.5 mg/kg ან ვეკურონიუმი 0.1 – 0.3 mg/kg (მხოლოდ სისხლის ნორმალური წნევის დროს).
პრემედიკაციის თანმიმდევრობა ორგანოთა უკმარისობის დროს
* თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა (3/4 სტადია): პროპოფოლი 1-2 mg/kg IV (↓ICP) ან ეტომიდატი 0.3 mg/kg IV, დაბალი დოზით მიდაზოლამი 0.05 – 1 mg/kg;
* ატრაკურიუმი 0.4 – 0.5 mg/kg (იშლება პლაზმის ესტერაზით) ან ცისატრაკურიუმი 0.1 – 0.15 mg/kg
* როკურონიუმი: 1 – 1.5 mg/kg ან ვეკურონიუმი 0.1 – 0.3 mg/kg