ჟანგბადის სატურაცია (sO2) არის ოქსიჰემოგლობინის კონცენტრაციის ფარდობა ფუნქციური ჰემოგლობინის და დეოქსიჰემოგლობინის კონცენტრაციის ფარდობასთან:

ჟანგბადის სატურაცია გვიჩვენებს ჟანგბადის სატრანსპორტო მოცულობის უტილიზაციას.არტერიულ სისხლში ჟანგბადის 98-99% დაკავშირებულია ჰემოგლობინთან და ერითროციტების საშუალებით ტრანსპორტირდება. დანარჩენი 1 – 2 % გახსნილია პლაზმაში, რომელიც აღნიშნავს ჟანგბადის პარციალურ წნევას pO2.
ჟანგბადის სატურაციის ნორმალური მაჩვენებელი | |
მოზრდილი/ბავშვი (ა) | 94 – 98% |
ახალშობილი (ა) | 40 – 90% |
(ა) – არტერიული სისხლი |
ნორმალური ფიზიოლოგია – sO2
ჰემოგლობინის თითოეული მოლეკულას შეუძლია, დაკავშიროს ოთხი ჟანგბადის მოლეკულა, რის შედეგადაც წარმოქმნიოს O2Hb-ს. ჰემოგლობინის ჟანგბადის სატრანსპორტო ფუნქცია, ანუ მისი თვისება – „აითვისოს“ ჟანგბადი ფილტვების მიკროვასკულატურაში, გადაიტანოს ის არტერიული სისხლით და „გამოათავისუფლოს“ ქსოვილოვან მიკროვასკულატურაში, შესაძლებელია ჰემოგლობინის სტრუქტურის ცვალებადობის გამო. ჰემოგლობინის მოლეკულის სტრუქტურის ცვლილება იწვევს ჟანგბადისადმი აფინურობის ცვლილებას. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ჰემოგლობინის აფინურობას ჟანგბადის მიმართ არის pO2სისხლში. პარციალურ წნევასა და სატურაციას შორის დამოკიდებულება აიხსნება ოქსიჰემოგლობინის დისოციაციის მრუდით (ოდმ – ODC), რომელიც გვამცნობს, რომ რაც უფრო მაღალია pO2, მით მაღალია ჰემოგლობინის აფინურობა ჟანგბადის მიმართ, რაც იწვევს სატურაციის ზრდას. ჟანგბადის პარციალური წნევა ყველაზე მაღალია ფილტვების არტერიულ სისხლში, რადგან ჩასუნთქული ჟანგბადის დიფუზია ალვეოლური მემბრანის გავლით ხდება ალვეოლიდან სისხლში. ჰემოგლობინს აქ აქვს ყველაზე მაღალი აფინურობა ჟანგბადის მიმართ და აქ იგი 100%–ით გაჯერდება. ამის საკონტრასტოდ, ქსოვილებში pO2დაბალია და ჰემოგლობინის აფინურობაც მცირდება, რაც იწვევს ჟანგბადი გამოთავისუფლებას. ვენური სისხლის sO2(sO2 (v)) შემცირებულია (დაახ. 75%).

რატომ გავზომოთ ჟანგბადის სატურაცია?
ჟანგბადის სატურაცია, პარციალურ წნევასთან ერთადმ გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას სისხლის ოქსიგენაციის შესახებ. ოქსიჰემოგლობინის დისოციაციის მრუდის სიგმოიდური ფორმის მიხედვით, ჟანგბადის სატურაცია ნაკლებად ინფორმატიულია, ვიდრე პარციალური წნევა, როცა სისხლი ადეკვატურად გაჯერებულია ჟანგბადით. მრუდის ზედა ნაწილში pO2-ის დიდი ცვლილება აისახება sO2-ის ნაკლებ ცვლილებაში. ჰიპეროქსემიის დროს სატურაცია შესაძლოა იყოს 100%, დანარჩენი ჟანგბადი კი გახსნილი იქნება პლაზმაში. pO2 ამ შემთხვევაშისისხლის ოქსიგენაციის შესაფასებელი ერთადერთი კრიტერიუმი ხდება.
sO2 მნიშვნელოვანი დეტერმინანტია ჟანგბადის საერთო მოცულობის განსასაზღვრად (იხ. ctO2).
sO2 გამოიყენება ოქსიგენოთერაპიის საჭიროების განსასაზღვრად და მისი ადეკვატურობის მონიტორინგისთვის.
როდის უნდა გავზომოთ sO2?
ჟანგბადის სატურაციის გაზომვა კლინიკურად მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის თვალსაზრისით. ეს ეხება პაციენტებს მწვავე და ქრონიკული რესპირატორული დაავადებებით ან სუნთქვის უკმარისობით, რომელიც ვითარდება სხვა ორგანოების დისფუნქციის ფონზე (მაგ., გულმკერდის ან თავის ტვინის ტრავმა, მედიკამენტების ზედოზირება და ა.შ.).
sO2–ის შემცირების მიზეზები
sO2-ის დაბალი მაჩვენებელი მიგვითითებს ჟანგბადის ათვისების დარღვევაზე:
- მექანიკური მიზეზები (მაგ.: სასუნთქი გზების ობსტრუქცია, გულმკერდის ტრავმა);
- ნერვ-კუნთოვანი დაავადებები (მაგ.: გიენ-ბარის სინდრომი, მიასთენია);
- მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ სუნთქვის ცენტრის დეპრესიას (მაგ.: ოპიოიდები, ჰეროინი, მორფინი);
- მძიმე პნევმონია;
- ფილტვის ემბოლია;
- ფილტვის შეშუპება;
- ასთმა;
- მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი (ARDS);
- ფილტვის სხვა დაავადებები (მაგ.: ფიბროზი);
- პნევმოთორაქსი;
- გულის თანდაყოლილი (ციანოზური) მანკი.
სატურაციის დაბალ მაჩვენებლებთან ასოცირებული სიმპტომები
ჰიპოქსემიასთან ასიცირებული სიმპტომები და სუნთქვის უკმარისობა იწვევს ჟანგბადის სატურაციის მაჩვენებლის დაქვეითებას:
- მცირე დატვირთვაზე სუნთქვის გაძნელება;
- ქოშინი;
- ტაქიპნოე;
- ციანოზი;
- ცხვირის ნესტოების ბერვა;
- მოსმენით ხიხინი;
- დიაფორეზი (გაძლიერებული ოფლის დენა);
- დიზორიენტაცია, სომნოლენცია;
- კომა;
- პოლიციტემია გახანგრძლივებული ჰიპოქსემიით.
კრიტიკული მდგომარეობის მქონე ავადმყოფებში სატურაციის გამოკვლევის სამი გზა
სატურაციის გამოკვლევა შეიძლება სამი მეთოდით: პულსოქსიმეტრიით (SpO2), pO2-ის საშუალებით გამოთვლა და პირდაპირი გზით გაზომვა სისხლში გაზების ავტომატური ანალიზატორით. მრავალი კვლევით დადასტურებულია, რომ კრიტიკული მდგომარეობების დროს ანალიზატორით გაზომილი სატურაცია ყველაზე სანსდოა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ქსოვილოვანი ჰიპოქსიის მაღალი რისკი, ან აქვთ სუნთქვის უკმარისობა, კარდიალური დეკომპენსაცია, ჟანგბადის არაადეკვატური ტრანსპორტის უნარი, უჯრედულ დონეზე ცვლილებები – სატურაციის დონის პირდაპირი მეთოდებით განსაზღვრა თერაპიის დაგეგმვისთვის გადამწყვეტია. კლინიკური ლაბორატორიების სტანდარტიზაციის ინსტიტუტის (CLSI) გაიდლაინიდან ვიგებთ, რომ: „გამოთვლილი ან პულსოქსიმეტრიით გაზომილი ჟანგბადის სატურაცია გვაძლევს კლინიკურად მნიშვნელოვან შეცდომებს ისეთი კალკულაციების წარმოებისას, როგორიცაა შუნტის ფრაქცია. შეცდომაა იმის აღიარება, რომ მიღებული მაჩვენებელი ფრაქციული ოქსიჰემოგლობინის ექვივალენტურია“.