
უჯრედის ნორმალურ ცხოველქმედებას ესაჭიროება ექსტრაცელულური სითხის pH-ის შენარჩუნება 7,4-ის დონეზე. ფიზიოლოგიურ პროცესს, რომელიც ამას არეგულირებს, მჟავა-ტუტოვანი ჰომეოსტაზი (მჟავა-ტუტოვანი ბალანსი) ეწოდება, იგი არეგულირებს ნახშირბადის დიოქსიდის – ნახშირორჟანგის (CO2) გამოყოფას ფილტვების მიერ მჟავის გამოყოფას და ბიკარბონატის ბუფერის (HCO3–) რეგენერაციას თირკმლების მიერ.
მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა გამოწვეულია ამ სამი პარამეტრიდან რომელიმეს ცვლილებით: pH, pCO2 და HCO3–. როდესაც ეს პარამეტრები ნორმის ფარგლებშია, შესაძლოა დავასკვნათ, რომ მჟავა-ტუტოვანი სტატუსის შემანარჩუნებელი ფიზიოლოგიური მაკორეგირებელი სისტემები გამართულად მუშაობენ.
მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დისბალანსი შესაძლოა გამოწვეული იყოს ნახშირორჟანგის გამოყოფის პირველადი დარღვევით (რესპირატორული) ან პირველადი დარღვევა თავს იჩენდეს მჟავის გამოყოფის და ბიკარბონატის რეგენერაციის სისტემაში (მეტაბოლური). რესპირატორული და მეტაბოლური დარღვევები შესაძლოა ერთად შეგვხვდეს (შერეული მიზეზი). ეს დარღვევები შესაძლებელია დარეგულირდეს ადამიანის ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი რეგულატორული მექანიზმებით.

ტერმინები, რომლებიც გამოიყენება მჟავა-ტუტოვანი სტატუსის ინტერპრეტაციისას
აციდემია: | წყალბადის იონების (H+)გაზრდილი კონცენტრაცია სისხლში, რის გამოც pH იკლებს; pH <7.35. |
აციდოზი: | კლინიკურ მდგომარეობა, რომელიც ვითარდება აციდემიის გამო. ასოცირებულია pH <7.35-თან დასაწყისში, თუმცა დროთა განმავლობაში ჩაირთვება კომპენსატორული მექანიზმები, რომლის გამოც pH ნორმალიზდება. |
ალკალემია: | წყალბადის იონების (H+)შემცირებული კონცენტრაცია სისხლში, რის გამოც pH იზრდება; pH >7.45. |
ალკალოზი: | კლინიკურ მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ალკალემიის გამო. ასოცირებულია pH >7.45-თან დასაწყისში, თუმცა დროთა განმავლობაში ჩაირთვება კომპენსატორული მექანიზმები, რომლის გამოც pH ნორმალიზდება. |
მეტაბოლური აციდოზი: | მჟავა-ტუტოვანი ჰომეოსტაზის დარღვევა, რომელიც ვითარდება HCO3– -ის შემცირების გამო. ყოველთვის ასოცირდება დაბალ pH-თან. აციდოზის ნორმალური ფიზიოლოგიური პასუხი არის სუნთქვის სიხშირის გაზრდა, რის გამოც მცირდება pCO2. ეს რესპირატორული კომპენსატორული მექანიზმი ზრდის pH-ს ნორმისკენ, რითაც ამცირებს აციდოზის სიმძიმეს. |
მეტაბოლური ალკალოზი: | მჟავა-ტუტოვანი ჰომეოსტაზის დარღვევა, რომელიც ვითარდება HCO3– -ის ზრდის გამო. ყოველთვის ასოცირდება მაღალ pH-თან. ალკალოზის ნორმალური ფიზიოლოგიური პასუხი არის სუნთქვის სიხშირის შემცირება, რის გამოც იზრდება pCO2. ეს რესპირატორული კომპენსატორული მექანიზმი ამცირებს pH-ს ნორმისკენ, რითაც ამცირებს ალკალოზის სიმძიმეს. |
ჰიპერკაპნია: | გაზრდილი pCO2>6,0 კპა (45 mmHg). უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან მწვავე და ქრონიკული ჰიპერკაპნია, რომელიც შეიძლება იყოს ქრონიკული რესპირატორული დაავადების ნიშანი. |
ჰიპოკაპნია: | გაზრდილი pCO2 <4,5 კპა (34 mmHg). |
პერმისიული ჰიპერკაპნია: | პრაგმატული კლინიკური გადაწყვეტილება ენიჭება პაციენტებს რესპირატორული უკმარისობით, რომლებსაც უტარდებათ მექანიკური ვენტილაცია. ვენტილაცია კორექტირდება ისე, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი რესპირატორთან ასოცირებული ფილტვის დაზიანება; თუმცა ასეთი რესპირატორული პარამეტრები ხშირად იწვევს ჰიპერკაპნიას. მსუბუქი ჰიპერკაპნია ითვლება თერაპიული ინტერვენციების თანმხლებ მოვლენად. |
CO2–ის შეკავება | CO2-ის პათოლოგიური აკუმულაცია სისხლში ვითარდება ფილტვებით მისი გაძნელებული გამოყოფის გამო. იგი იწვევს ჰიპერკაპნიას და რესპირატორულ აციდოზს. |
რესპირატორული აციდოზი: | მჟავა-ტუტოვანი ჰომეოსტაზის დარღვევა, რომელიც ვითარდება pCO2-ის ზრდის გამო. ყოველთვის ასოცირდება დაბალ pH-თან (მეტაბოლური კომპენსაციის გარეშე) და თითქმის ყოველთვის ასოცირებულია ალვეოლურ ჰიპოვენტილაციასთან. ძირითადად, მაგრამ არა ყოველთვის, ასოცირდება სასუნთქი სისტემის პათოლოგიასთან. |
რესპირატორული ალკალოზი: | მჟავა-ტუტოვანი ჰომეოსტაზის დარღვევა, რომელიც ვითარდება pCO2-ის შემცირების გამო. ყოველთვის ასოცირდება მაღალ pH-თან (მეტაბოლური კომპენსაციის გარეშე) და თითქმის ყოველთვის ასოცირებულია ალვეოლურ ჰიპერვენტილაციასთან. ასოცირდება როგორც რესპირატორულ, ისე სხვა პათოლოგიებთან. |
რესპირატორული კომპენსაცია: | არარესპირატორული მჟავა-ტუტოვანი დარღვევის ფიზიოლოგიური პასუხი, რომლის საშუალებით ხორციელდება pH-ის ნორმალიზება. იგი მოიცავს ალვეოლური ვენტილაციის კორექციას და, შესაბამისად, pCO2-ის ცვლილებას. მეტაბოლური აციდოზის კომპენსაცია მოიცავს სუნთქვის გახშირებას და pCO2-ის შემცირებას, როცა მეტაბოლური ალკალოზის კომპენსაციისთვის სუნთქვა იშვიათდება და იზრდება pCO2. |
მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ცხრილი

↓ პარამეტრის მაჩვენებლის კლება
= პარამეტრის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია